მაკფოლი: ღრმად დამთრგუნველია ის, რაც საქართველოში ხდება

360

რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურება და ამბობს, რომ ღრმად დამთრგუნველია ის, რაც საქართველოში ხდება.

ის ტვიტერზე წერს, რომ კარგი იქნება, თუ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოში დემოკრატიას მხარს დაუჭერს.

“ღრმად დამთრგუნველია ის, რაც საქართველოში ხდება. ბაიდენმა განაცხადა, რომ დემოკრატიის მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში სურს. საქართველოში დემოკრატიის დასაცავად მეტის გაკეთება კარგი დასაწყისი იქნებოდა”, — წერს მაკფოლი.