სამნიძე: უბნების გადათვლის შედეგად, შესაძლოა, შედეგები შეიცვალოს

501

უბნების გადათვლის შედეგად, შესაძლოა, შედეგები შეიცვალოს, – ამის შესახებ ფრაქცია „შარლ მიშელის ჯგუფის“ დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან უბნებზე დაფიქსირებულ დისბალანსთან დაკავშირებით განაცხადა.

კითხვაზე, თუკი გადათვლა არ მოხდება, შეიძლება თუ არა არჩევნებში მიღებული შედეგების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდეს, სამნიძე პასუხობს, რომ პროცესს უნდა დაელოდონ, რადგან გადათვლა ხდება.

„როცა ასეთი ტიპის დარღვევებია, ყველა არჩევნების შემდეგ ჩვენ გვაქვს დისბალანსი ოქმებში და ეს არჩევნები გამონაკლისი არ არის. არაერთი ოქმი გავრცელდა და არაერთი განცხადება, რომ 2-2, 18, 20 ხმა აკლია, ან ზედმეტობაა, რა თქმა უნდა, გადათვლა აუცილებელია, ყველა პოლიტიკური ჯგუფი ბოლომდე იცავს თითოეულ ხმას. რა თქმა უნდა, გადათვლის შედეგად, შესაძლოა შედეგები შეიცვალოს,”- განაცხადა სამნიძემ.