დავით ბაქრაძე: მინდა მეორე ტურში მყოფ ოპოზიციის კანდიდატებს საჯაროდ შევთავაზო, რომ შეძლების ფარგლებში ჩავერთო და დავეხმარო მათ კამპანიას

666

მინდა მეორე ტურში მყოფ ოპოზიციის კანდიდატებს საჯაროდ შევთავაზო, რომ შეძლების ფარგლებში ჩავერთო და დავეხმარო მათ კამპანიას“,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განუცხადა.

როგორც ბაქრაძე განმარტავს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერა გადამწყვეტია.

„მეორე ტური პრინციპულად გადამწყვეტია და სწორედ მეორე ტური განსაზღვრავს, დარჩება თუ არა ამ ქვეყანაში დღევანდელი ხელისუფლება. ამიტომ, ნებისმიერი ოპოზიციური პარტიისთვის, მეორე ტურში აქტიური გამოჩენა და გასული ოპოზიციური პარტიების კანდიდატების მხარდაჭერა აბსოლუტურად აუცილებელია.

მე პარტიულად არ ვმონაწილეობ ამ არჩევნებში, მაგრამ ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ მეორე ტურში მხარს ვუჭერ ყველა ოპოზიციის კანდიდატს. მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, მივიდნენ და ხმა მისცენ ოპოზიციის კანდიდატებს. მინდა მეორე ტურში მყოფ ოპოზიციის კანდიდატებს საჯაროდ შევთავაზო, რომ მზად ვარ შეძლების ფარგლებში ჩავერთო და დავეხმარო მათ კამპანიას, ვინაიდან, მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერა გადამწყვეტია, იმისთვის დამარცხდება თუ არა ხელისუფლება“,- აღნიშნავს ბაქრაძე.