კობახიძე: ნიკა მელიას აქვს ნული ინტელექტი, არის „ხულიგანი“ და ყოველი მესამე თბილისელი მას აძლევს ხმას, ეს არის შემაშფოთებელი – ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ

211

ნიკა მელია არის ადამიანი, რომელსაც აქვს ნული ინტელექტი, არის ჩვეულებრივი „ხულიგანი“ და ყოველი მესამე თბილისელი მას აძლევს ხმას – ეს არის შემაშფოთებელი,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ “ქართულ ოცნებას” ამ მხრივ სამუშაო აქვს.

„პრინციპში წინა არჩევნების შედეგი გაიმეორეს, მაშინ 27 იყო და ახლა 30, არსებითი განსხვავება არ არის შედეგებს შორის, თუმცა, ესეც არის ძალიან ბევრი. თავისთავად ის ფაქტი, რომ თითქმის ყოველი მესამე თბილისელი ნიკანორ მელიას აძლევს ხმას, ეს არის შემაშფოთებელი, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენც ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს ნული ინტელექტი, რომელიც არის ჩვეულებრივი „ხულიგანი” და ყოველი მესამე თბილისელი მას აძლევს ხმას, ეს არის შემაშფოთებელი. ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ”, – განაცხადა კობახიძემ.