ლანჩხუთის მომავალ საკრებულოში 4 პარტია იქნება წარმოდგენილი

290

ლანჩხუთის მომავალ საკრებულოში, რომელიც 27 წევრისგან დაკომპლექტდება, ოთხი პარტია იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ გურიანიუსი წერს. 

არჩევნების შედეგების მიხედვით, ამომრჩეველთა 52% -მა ხმა “ოცნებას” მისცა და მას პროპორციული სიით 10 მანდატი ერგო.

მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობა“  გავიდა, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ 5 მანდატი მიიღო.

არჩევნების შედეგების მიხედვით, მესამე ადგილზე გიორგი გახარიას პარტია გავიდა და მას მომავალ საკრებულოში 2 წევრი ეყოლება. 1 მანდატი კი პარტია “ლელოს” ერგო.