საელჩო: დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ საქართველოში არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული და ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში

253

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

საელჩოს განცხადების თანახმად, საელჩო განცხადებაში იმედოვნებს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია ჩაერთვება მე-2 ტურებში.

„დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ საქართველოში არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული და ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში, თუმცა დარღვევების შესახებ ბრალდებებმა პროცესი დააზიანა. ეს ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას. იმედი გვაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია ჩაერთვება მე 2- ტურებში”, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.