გურჯაანში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი წარადგინეს. შეხვედრაზე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა პარტიის გეგებზე ისაუბრა და მოსახლეობას კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისივე განცხადებით, ხანდამაშვილი ღირსეული მერი იქნება გურჯაანელებისთვის.
გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა კი, ადგილობრივებს მადლობა გადაუხადა ნდობისა და მხარდაჭერისთვის. მან განვლილი ერთი წლის მუშაობა შეაჯამა და გურჯაანელებს 21 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
დღევანდელ შეხვედრაზე ამომრჩეველს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სიაც გააცნეს.
წყარო: ინტერპრესნიუსი