ევროკავშირის წარმომადგენლობა: მიმდინარე პოლარიზაცია კვლავ უარყოფითად აისახება საქართველოს დემოკრატიაზე – ამ საკითხის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება

321

მიმდინარე პოლარიზაცია კვლავ უარყოფითად აისახება საქართველოს დემოკრატიაზე – ამ საკითხის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებთან კოორდინაციით, ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურთან დაკავშირებით ავრცელებს.

არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ პარტიას, სასწრაფოდ განახორციელონ დამატებითი ძალისხმევა სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად.

„ასევე, ველოდებით სანდო და სწრაფ გამოძიებას ყველა საჩივართან დაკავშირებით, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ დაშინებისა და ძალადობის ჩათვლით.

ევროკავშირი კვლავ თანმიმდევრულად დაუჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების ძალისხმევას. ჩვენი ურთიერთობა კვლავაც დაეყრდნობა ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპებს, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ სტანდარტებს – ღირებულებებს, რომლებიც ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველს წარმოადგენს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სრული განცხადების ნახვა შესაძლებელია ბმულზე