ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხულოში “ქართული ოცნების” კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ პირველივე ტურში გაიმარჯვა. მანადე ბერიძე ხულოს მერობის მოვალეობას ასრულებდა.
ხულოს 55 საარჩევნო უბნიდან დათვლილია ყველა (100%). კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ასე ნაწილდება:
ვახტანგ ბერიძე, “ქართული ოცნება” – 54.26%
გოგიტა სოლომონიძე, “ნაციონალური მოძრაობა” – 36.41%
გია აბულაძე, “გახარია ხალხისთვის” – 9.33%