შუახევში “ოცნების” კანდიდატი ომარ ტაკიძე იმარჯვებს (განახლებადი ინფორმაცია)

306

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, შუახევის მერის პოზიციაზე “ქართული ოცნების“ კანდიდატი ომარ ტაკიძე ლიდერობს.

შუახევის 50 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 49 უბანი (98%). კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ამჟამად ასე ნაწილდება:

ომარ ტაკიძე, “ქართული ოცნება” – 57.09%

როინ ზოიძე  “ნაციონალური მოძრაობა” – 33.03%

შალვა გოგიტიძე, “გახარია საქართველოსთვის” – 8.41%

გიორგი ტარიელიძე, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – 1.46 %