ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, აბაშაში “ქართული ოცნების” კანდიდატმა პირველივე ტურში გაიმარჯვა.
აბაშის 39 საარჩევნო უბნიდან დათვლილია ყველა (100%). კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ასე ნაწილდება:
გიგა გაბელაია, “ქართული ოცნება” – 54.31%
ნუგზარ წიკლაური, “ნაციონალური მოძრაობა” – 32.99%
ავთანდილ ბოკუჩავა, “გახარია ხალხისთვის” – 8.77%
ვაჟა გაბელაია, “ლელო” – 3.93%.