ჩოხატაურის მერი “ოცნების” კანდიდატი დავით შარაშიძე გახდა

518

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ჩოხატაურში “ქართული ოცნების” კანდიდატმა პირველივე ტურში გაიმარჯვა.

ჩოხატაურის 39 საარჩევნო უბნიდან დათვლილია ყველა (100%). კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ასე ნაწილდება:

დავით შარაშიძე, „ქართული ოცნება“  – 59.99%

ნონა სიხარულიძე, „ნაციონალური მოძრაობა“ – 21,08%

პაატა ბერიშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ – 13.78%

მალხაზ ჩხიკვაძე, „ლელო“ – 5.15%.