ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ტყიბულში “ქართული ოცნების” კანდიდატმა პირველივე ტურში გაიმარჯვა.
ტყიბულის 28 საარჩევნო უბნიდან დათვლილია ყველა (100%). კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ამჟამად ასე ნაწილდება:
დავით ჩერქეზიშვილი, “ქართული ოცნება” – 53.43%
ბესიკ ზოსიაშვილი, “ნაციონალური მოძრაობა” – 37.37%
სანდრო სახვაძე, “გახარია საქართველოსთვის” – 5.63%
გიორგი ფორჩხიძე, “მესამე ძალა – სტატეგია აღმაშენებელი” – 2.86%
გელა ჩივაძე, #38 – 0.71%.