ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, კასპში “ქართული ოცნების” კანდიდატმა, ვახტანგ მაისურაძემ პირველივე ტურში გაიმარჯვა.
ცესკო-ს ინფორმაციით, 39 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა:
- ვახტანგ მაისურაძე (ქართული ოცნება – N41) – 52.13%
- ნუგზარ ნონიაშვილი (ნაციონალური მოძრაობა– N5) – 36.58%
- გიორგი ბესტავაშვილი (გახარია-საქართველოსთვის – N25) – 7.95%
- აკაკი გეჯაძე (ევროპული საქართველო – N2) – 2.02
- შოთა თხილიშვილი (თავისუფალი საქართველო – N37) – 1.32%