ჭიათურის მერი ისევ გივი მოდებაძე გახდა

433

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ჭიათურაში “ქართული ოცნების” კანდიდატმა, გივი მოდებაძემ პირველივე ტურში გაიმარჯვა. მოდებაძე 2019 წლის 19 მაისის რიგგარეშე არჩევნებზე აირჩიეს მუნიციპალიტეტის მერად.

ჭიათურის 59 საარჩევნო უბნიდან დათვლილია ყველა (100%). კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ამჟამად ასე ნაწილდება:

გივი მოდებაძე, “ქართული ოცნება” – 55.62%

ნოდარ ჩაჩანიძე, დამოუკიდებელი კანდიდატი – 35.73%

უსუპი ბიწაძე, “გახარია საქართველოსთვის” – 8.65%.