“ოცნების” კანდიდატმა პირველივე ტური მოიგო – ყაზბეგის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი იქნება

389

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ყაზბეგში “ქართული ოცნების” კანდიდატმა, ბაკურ ავსაჯანიშვილმა პირველივე ტურში გაიმარჯვა.

ცესკო-ს ინფორმაციით, 11 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა:

  • ბაკური ავსაჯანიშვილი (ქართული ოცნება – N41) – 60.83%
  • მანუჩარ დვალიშვილი (თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის– N38) – 25.64%
  • იმედა შიოლაშვილი (ნაციონალური მოძროაბა – N5) – 4.6%
  • გიორგი გომიაშვილი (გახარია-საქართველოსთვის – N25) – 4.55%
  • ვაჟა სეთურიძე (ლელო – N9) – 3.44%
  • ხვიჩა წიკლაური (დამოუკიდებელი კანდიდატი– N51) – 0.94%