სამტრედიის მერი “ოცნების” კანდიდატი დავით ბახტაძე გახდა

315

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, სამტრედიაში “ქართული ოცნების” კანდიდატმა პირველივე ტურში გაიმარჯვა.

სამტრედიის 51 საარჩევნო უბნიდან დათვლილია ყველა (100%). კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ამჟამად ასე ნაწილდება:

დავით ბახტაძე, “ქართული ოცნება” – 59.91%

მამუკა ბიბილეიშვილი, “ნაციონალური მოძრაობა” – 32.88%

ბადრი კაპანაძე, “ლელო” – 4.04%

ჟუკიანა ფოფხაძე, “ევროპული საქართველო” – 3.17%