5 ქალაქი, სადაც მერის არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციის კანდიდატები ლიდერობენ

372

ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, ირკვევა, რომ არჩევნების მეორე ტური თბილისის გარდა, კიდევ არაერთ ქალაქში გაიმართება. მათ ნაწილში პირველი ტურის წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციის კანდიდატები ლიდერობენ. ეს ქალაქებია:

ქუთაისში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე და „ოცნების“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. დეკანოიძეს წინასწარი მონაცემებით, ხმათა 43.35% აქვს, ხახალეიშვილს კი – 41.49%.

ბათუმში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი კირთაძე და „ოცნების“ კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. კირთაძეს წინასწარი მონაცემებით, ხმათა 42.04% აქვს, ჩიქოვანს კი – 41.32%.

სენაკში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი კობა ნაყოფია და „ოცნების“ კანდიდატი ვახტანგ გადელია დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ნაყოფიას წინასწარი მონაცემებით, ხმათა 42.35% აქვს, გადელიას კი – 40.21%.

ზუგდიდში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ანზორ მელია და „ოცნების“ კანდიდატი მამუკა წოწერია დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მელიას, წინასწარი მონაცემებით, ხმათა 46.88% აქვს, წოწერიას კი – 41.15%.

წალენჯიხაში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი ხარჩილავა და „ოცნების“ კანდიდატი გოგა გულორდავა დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ხარჩილავას ხმათა 39.67% აქვს, გულორდავას კი – 38.24%.