წალკაში “ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა – წალკის მერი ილია საბაძე იქნება

341

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, წალკაში “ქართული ოცნების” კანდიდატმა, ილია საბაძემ პირველივე ტურში გაიმარჯვა.

ცესკო-ს ინფორმაციით, 44 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა:

  • ილია საბაძე (ქართული ოცნება – N41) – 55.86%
  • რუსლან ხუციშვილი (ნაციონალური მოძრაობა – N5) – 23.61%
  • ემზარ დიმიტრაძე (კანონი და სამართალი – N12) – 16.93%
  • ოდისეი კესიფი (დამოუკიდებელი კანდიდატი N51) – 3.61%