ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დმანისში “ქართული ოცნების” კანდიდატმა, კობა მურადაშვილმა პირველივე ტურში გაიმარჯვა.
მურადაშვილმა 4.16%-იანი სხვაობით დმანისის ყოფილი მერი გიორგი ტატუაშვილი დაამარცხა.
ცესკო-ს ინფორმაციით, 51 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა:
- კობა მურადაშვილი (ქართული ოცნება – N41) – 52.08%
- გიორგი ტატუაშვილი (ნაციონალური მოძრაობა – N5) – 47.92%