ზესტაფონში “ოცნების” კანდიდატი ვასილ გველესიანი იმარჯვებს, დათვლილია 96%

313

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ზესტაფონში “ქართული ოცნების” კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს.

ზესტაფონის 54 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 52 უბანი (96.3%). კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ამჟამად ასე ნაწილდება:

  • ვასილ გველესიანი, “ქართული ოცნება” – 53.8%
  • ბაქარ ხიჯაკაძე, “ნაციონალური მოძრაობა” – 37.48%
  • ლაშა ცხადაძე, “გახარია საქართველოსთვის” – 8.72%.

განახლება

ზესტაფონის მერი “ქართული ოცნების” კანდიდატი, ვასილ გველესიანი იქნება. 54 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა:

  • ვასილ გველესიანი, “ქართული ოცნება” – 53.96%
  • ბაქარ ხიჯაკაძე, “ნაციონალური მოძრაობა” – 37.22%
  • ლაშა ცხადაძე, “გახარია საქართველოსთვის” – 8.83%.