გარდაბანში “ოცნების” კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს (განახლებადი ინფორმაცია)

289

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, გარდაბანში “ქართული ოცნების” კანდიდატი, დავით კარგარეთელი ლიდერობს.

ამ დროისთვის დათვლილია ხმების 90.91%:

  • დავით კარგარეთელი (ქართული ოცნება – N41) – 60.71%
  • ბესიკ კახაბრიშვილი (ნაციონალური მოძრაობა – N5) – 36.87%
  • ალექსანდრე ვამლეტი (პატრიოტთა ალიანსი – N8) – 2.43%

ცესკო-ს ინფორმაციით, სულ 66 უბნიდან მონაცემები დათვლილია 60 უბნის მიხედვით.

განახლება

გარდაბნის მერი “ქართული ოცნების” კანდიდატი, დავით კარგარეთელი იქნება. 66 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა:

  • დავით კარგარეთელი (ქართული ოცნება – N41) – 59.09%
  • ბესიკ კახაბრიშვილი (ნაციონალური მოძრაობა – N5) – 37.8%
  • ალექსანდრე ვამლეტი (პატრიოტთა ალიანსი – N8) – 3.12%