ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხარაგაულში “ქართული ოცნების” კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს.
ხარაგაულის 38 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 34 უბანი (89.47%). კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ამჟამად ასე ნაწილდება:
კობა ლურსმანაშვილი, “ქართული ოცნება” – 57.88%
დავით მაღლაფერიძე, “ნაციონალური მოძრაობა” – 26.93%
მიხეილ ჭიპაშვილი, “ლელო” – 6.85%
ვარლამ თავზარაშვილი, “გახარია ხალხისთვის” – 6.34%
ლია ფცქიალაძე, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – 1.99%.