მესტიაში “ოცნების” კანდიდატი კაპიტონ ჟორჟოლიანი იმარჯვებს, დათვლილია უბნების 93%

366

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მესტიაში “ქართული ოცნების” კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს.

მესტიის 41 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 38 უბანი (92.68%). კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ამჟამად ასე ნაწილდება:

  • კაპიტონ ჟორჟოლიანი, “ქართული ოცნება” – 64.34%
  • გეგი გულედანი, “ლელო” – 10.65%
  • გიორგი რატიანი – 9.01%
  • მალხაზ უდესანი, “გახარია საქართველოსთვის” – 8.66%
  • ბექა დადეშქელიანი, “ანა დოლიძე ხალხისთვის” – 7.35%

განახლება

მესტიის მერი “ქართული ოცნების” კანდიდატი, კაპიტონ ჟორჟოლიანი იქნება. 41 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა:

  • კაპიტონ ჟორჟოლიანი, “ქართული ოცნება” – 64.16%
  • გიორგი რატიანი -“დამოუიდებელი კანდიდატი” –  11.43%
  • გეგი გულედანი, “ლელო” – 9.58%
  • მალხაზ უდესანი, “გახარია საქართველოსთვის” – 8.38%
  • ბექა დადეშქელიანი, “ანა დოლიძე ხალხისთვის” – 6.45%