7 თვითმმართველ თემში “ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა, დათვლილია უბნების 100%

245

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი 11:30 საათის მონაცემებით, 7 თვითმმართველ თემში, საარჩევნო უბნების 100% დათვლილია და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა პირველივე ტურში გაიმარჯვეს.

კერძოდ, მარნეულში, წალკაში, ნინოწმინდაში, ამბროლაურში, ლენტეხში, აბაშასა და ხულოში არჩევნების მეორე ტური არ გაიმართება.

  • აბაშაში 54,31%-ით იგებს ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი გაბელია;
  • ამბროლაურში 59,53%-ით იგებს ქართული ოცნების კანდიდატი ზვიად მხეიძე;
  • ლენტეხში 78,93%-ით იგებს ქართული ოცნების კანდიდატი გია ონიანი;
  • მარნეულში 68,19%-ით იგებს ქართული ოცნების კანდიდატი კენან ომაროვი;
  • ნინოწმინდა 82,53%-ით იგებს ქართული ოცნების კანდიდატი ანივარდ მოსოიან;
  • წალკაში 55,86%-ით იგებს ქართული ოცნების კანდიდატი ილია საბაძე;
  • ხულოში 54,26%-ი იგებს ქართული ოცნების კანდიდატი ვახტანგ ბერიძე.

კანდიდატებმა 50%-იანი ბარიერის გადალახვა მოახერხეს.