ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ყვარელში “ქართული ოცნების” კანდიდატი, გივი ზაუტაშვილი ლიდერობს.
ამ დროისთვის დათვლილია ხმების 74.19%:
- გივი ზაუტაშვილი (ქართული ოცნება – N41) – 57.27%
- ალექსანდრე მჭედლიშვილი (ნაციონალური მოძრაობა – N5) – 34.61%
- გიორგი გიგილოშვილი (გარხია – საქართველოსთვის – N25) – 6.06%
- რევაზი ჩოხადარი (პატრიოტთა ალიანსი – N8) – 2.06%
ცესკო-ს ინფორმაციით, სულ 31 უბნიდან მონაცემები დათვლილია 23 უბნის მიხედვით.
განახლება
ყვარლის მერი “ქართული ოცნების” კანდიდატი, გივი ზაუტაშვილი იქნება. 31 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა:
- გივი ზაუტაშვილი (ქართული ოცნება – N41) – 56.67%
- ალექსანდრე მჭედლიშვილი (ნაციონალური მოძრაობა – N5) – 33.77%
- გიორგი გიგილოშვილი (გარხია – საქართველოსთვის – N25) – 7.44%
- რევაზი ჩოხადარი (პატრიოტთა ალიანსი – N8) – 2.13%