ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ლაგოდეხში “ქართული ოცნების” კანდიდატი, ჯონდო მდივნიშვილი ლიდერობს.
ამ დროისთვის დათვლილია ხმების 86.84%:
- ჯონდო მდივნიშვილი (ქართული ოცნება – N41) – 70.22%
- მალხაზ ნოზაძე (მესამე ძალა – N1) – 29.78%
ცესკო-ს ინფორმაციით, სულ 38 უბნიდან მონაცემები დათვლილია 33 უბნის მიხედვით.
განახლება
ლაგოდეხის მერი “ქართული ოცნების” კანდიდატი, ჯონდო მდივნიშვილი იქნება. 38 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა:
- ჯონდო მდივნიშვილი (ქართული ოცნება – N41) – 70.12%
- მალხაზ ნოზაძე (მესამე ძალა – N1) – 29.88%