ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დედოფლისწყაროში “ქართული ოცნების” კანდიდატი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი ლიდერობს.
ამ დროისთვის დათვლილია ხმების 91.67%:
- ნიკოლოზ ჯანიაშვილი (ქართული ოცნება – N41) – 69.77%
- თამაზ კოჭლამაზაშვილი (ნაციონალური მოძრაობა – N5) – 30.23%
ცესკო-ს ინფორმაციით, სულ 24 უბნიდან მონაცემები დათვლილია 22 უბნის მიხედვით.
განახლება
დედოფლისწყაროს მერი “ქართული ოცნების” კანდიდატი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი იქნება. 24 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა:
- ნიკოლოზ ჯანიაშვილი (ქართული ოცნება – N41) – 69.42%
- თამაზ კოჭლამაზაშვილი (ნაციონალური მოძრაობა – N5) – 30.58%