ონში “ოცნების” კანდიდატი სერგო ხიდეშელი პირველივე ტურში იმარჯვებს (განახლებადი ინფორმაცია)

357

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ონში “ქართული ოცნების“ კანდიდატი სერგო ხიდეშელი პირველივე ტურში იმარჯვებს.

ამ დროისთვის ონის 24 უბნიდან დათვლილია 21 უბანი (87.5%). კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ამჟამად ასე ნაწილდება:

  • სერგო ხიდეშელი, “ქართული ოცნება” – 55.41%
  • იმედა მეშვილდიშვილი, “გახარია ხალხისთვის” – 32.04%
  • ვაჟა ცეცაძე, “ნაციონალური მორაობა” – 12.55%

განახლება

ონის მერი “ქართული ოცნების” კანდიდატი, სერგო ხიდეშელი იქნება. 24 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა:

  • სერგო ხიდეშელი, “ქართული ოცნება” – 53.9%
  • იმედა მეშვილდიშვილი, “გახარია ხალხისთვის” – 33.03%
  • ვაჟა ცეცაძე, “ნაციონალური მორაობა” – 13.07%