საგარეჯოში “ოცნების” კანდიდატი ავთანდილ გულიკაშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს (განახლებადი ინფორმაცია)

465

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საგარეჯოში “ქართული ოცნების” კანდიდატი, ავთანდილ გულიკაშვილი ლიდერობს.

ამ დროისთვის დათვლილია ხმების 86.27%:

  • ავთანდილ გულიკაშვილი (ქართული ოცნება – N41) – 63.85%
  • დავითი ჯავახიშვილი (ნაციონალური მოძრაობა – N5) – 29.17%
  • ეკატერინე ქვლივიძე (ლელო – N9) – 6.98%

ცესკო-ს ინფორმაციით, სულ 51 უბნიდან მონაცემები დათვლილია 44 უბნის მიხედვით.

განახლება

საგარეჯოს მერი “ქართული ოცნების” კანდიდატი, ავთანდილ გულიკაშვილიიქნება. 51 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა:

  • ავთანდილ გულიკაშვილი (ქართული ოცნება – N41) – 62.38%
  • დავითი ჯავახიშვილი (ნაციონალური მოძრაობა – N5) – 31.1%
  • ეკატერინე ქვლივიძე (ლელო – N9) – 6.53%