ცესკოს წინასწარი მონაცემებით (11:40), ფოთში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, “ქართული ოცნების“ კანდიდატი ბექა ვაჭარაძე ლიდერობს.
ამ დროისთვის ფოთის 33 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 19 უბანი (57.58%). კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ამჟამად ასე ნაწილდება:
- ბექა ვაჭარაძე, “ქართული ოცნება” – 47.58%
- გიგი უგულავა, გაერთიანებული ოპოზიცია – 37.73%
- გიორგი აბსანიძე, “გახარია ხალხისთვის” – 14.69%.
დიდი ალბათობით, მეორე ტური “ქართული ოცნებისა” და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატებს შორის გაიმართება.
განახლება
ფოთში მეორე ტური ქართლი ოცნების კანდიდატსა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატებს შორის გაიმართება. 33 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა:
- ბექა ვაჭარაძე, “ქართული ოცნება” – 46.86%
- გიგი უგულავა, გაერთიანებული ოპოზიცია – 38.09%
- გიორგი აბსანიძე, “გახარია ხალხისთვის” – 15.05%.