ცაგერში ყველა უბანი დათვლილია, მეორე ტური “ოცნებისა“ და გახარიას პარტიის კანდიდატებს შორის გაიმართება

364

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ცაგერში მერის არჩევნებში მეორე ტური გაიმართება.

მეორე ტური „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ გიორგი ნემსაძესა და გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატ ბესარიონ ბენდელიანს შორის ჩატარდება.

ცაგერში, 42 უბნიდან 42-ვე დათვლილია.

გიორგი ნემსაძე, “ქართული ოცნება” – 49.34%

ბესარიონ ბენდელიანი, “გახარია საქართველოსთვის” – 35.02%.

მადონა ბენდელიანი, “ნაციონალური მოძრაობა” – 15.63%