რუსთავში “ოცნების” კანდიდატი ლიდერობს: ლაცაბიძე – 44.92%, კორკიტაძე – 43.81%

398

ცესკოს წინასწარი მონაცემებით (10:50), რუსთავში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ლიდერობს.

ქალაქ რუსთავში 88 საარჩევნო უბნიდან მონაცემები უკვე 54 (61.36%)  უბანზეა დათვლილი. კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ამჟამად ასე ნაწილდება:

ნინო ლაცაბიძე, “ქართული ოცნება” – 44.92 %

დავით კირკიტაძე, „ნაციონალური მოძრაობა” – 43.81%

ბექა ლილუაშვილი, “გახარია ხალხისთვის” – 6.7%

თორნიკე არევაძე – 2.38%

ვაჟა ბახტურიძე – 1.42%

ელგუჟა ქოჩიაშვილი – 0.76%

შეგახსენებთ, რომ მერობის კანდიდატს პირველივე ტურში გასამარჯვებლად ხმების 50 %-ზე მეტი უნდა მიეღო.