თბილისსა და რეგიონებში “სისხლიან ბანერებს” ხსნიან

293

თბილისსა და რეგიონებში “სისხლიან ბანერებს” ხსნიან. ფოტოები Facebook-ზე ვრცელდება.

“არა ნაცებს”, არა ბოროტებას, არა ღალატს” – ამ წარწერით წინასაარჩევნოდ ახალი ბანერები 17 სექტემბერს, გვიან ღამით გააკრეს. მათზე მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, ისევ სისხლის შხეფების ფონზე. წლევანდელ ბანერებს ახალი სახეები დაემატა, მათ შორის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა.

ცესკოს განცხადებით, სისხლიანი ბანერების დამკვეთი კერძო პირია და არა პარტია, ამიტომ არც დარღვევაა.