კობახიძე: ძალიან მაღალი ალბათობით, 64-ვე მერი იქნება ქართული ოცნების წარმომადგენელი

678

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ძალიან მაღალი ალბათობით, 64-ვე მეტი ქართული ოცნების წარმომადგენელი იქნება.

“ჩვენ გვაქვს მონაცემები რეგიონებიდან, წინასწარი მონაცემები და შეიძლება ითქვას, რომ უმეტეს შემთხვევაში დაახლოებით, ალბათ, ეს არის 80% მაინც შემთხვევების პირველივე ტურში იგებენ ჩვენი კანდიდატები მერის არჩევნებს, სხვა შემთხვევაში შეიძლება იყოს საჭირო მეორე ტური, თუმცა წინასწარი მონაცემები ისეთია, რომ მეორე ტურში არცერთ მათგანს არ გაუჭირდება მოგება, ანუ ძალიან მაღალი ალბათობით, 64-ვე მერი იქნება ქართული ოცნების წარმომადგენელი”, — განაცხადა მან.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თბილისში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის გამართვას არ გამორიცხავს.

„ეგზიტპოლის შედეგი, რომელიც გამოცხადდა, 51.3% ორ რამეზე მიანიშნებს. ერთი იმაზე, რომ კალაძემ დამაჯერებლად, დიდი უპირატესობით მოიგო არჩევნები. რაც შეეხება მეორე ტურის საკითხს, ეგზიტპოლის ცდომილება არის დაახლოებით 3%, აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა დაველოდოთ ხმების დათვლას. შესაძლებელია ასეც და ისეც. უნდა დაველოდოთ ხმების დათვლას და საბოლოო სურათი ამის შემდეგ გვექნება“, – განაცხადა კობახიძემ.