კობახიძე: ამ დროისთვის “ოცნება“ 52,54%-ით ლიდერობს, ჩვენი მოლოდინია, რომ საბოლოო შედეგები დაემთხვევა „იმედის” ეგზიტპოლს

892

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩევნების პირველადი შედეგები გამოაცხადა. საუბარია საარჩევნო ოქმებზე, რომელიც მისი თქმით, შესაბამის ვებპორტალ elections2021.ge-ზეა განთავსებული.

მისივე განმარტებით, ამ ვებპორტალზე დაახლოებით 10-წუთიანი ინტერვალებით ინფორმაცია განახლდება და დაახლოებით 2-3 საათში არჩევნების შედეგები სრულად იქნება წარმოდგენილი.

„ამ ეტაპზე ჯერ არის წარმოდგენილი თბილისის შედეგები. ამ დროისთვის დათვლილია 544 უბანი, ეს არის საარჩევნო უბნების 14,53%. მთლიანობაში დათვლილია დაახლოებით 139 000 ხმა და შედეგები არის შემდეგნაირი: „ქართული ოცნება“ – 52,54%, „ნაციონალური მოძრაობა“ 29,45%, პარტია „საქართველოსთვის“ 5,71%, სხვა პარტიებს აქვთ უფრო დაბალი შედეგები. ჩვენი მოლოდინია, რომ საბოლოო შედეგები დაემთხვევა ტელეკომპანია „იმედისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების შედეგებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქართული ოცნება – 52,54%

ნაციონალური მოძრაობა – 29,25%

გახარია საქართველოსთვის – 5,71%

აღსანიშნავია, რომ ვებგვერდი – elections2021.ge, რომელიც ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, ამ ეტაპზე, არ იხსნება.