1+74=94? 8+3+72+4=97? – რუსთავის ორი საარჩევნო უბნის დაუბალანსებელი ოქმები

1440

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე რუსთავის მერის არჩევნების შედეგების ორი – N85 და N86 საარჩევნო უბნების შემაჯამებელი ოქმები გამოქვეყნდა. დაჯამებული შედეგები კი მისულ ამომრჩეველთა რაოდენობას არ ემთხვევა.

N85-ე უბანზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა 97 ყოფილა. აქედან 8 ხმა ენმ-ს კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ მიიღო, 3 ხმა “გახარია საქართველოსთვის” კანდიდატმა, ბექა ლილუაშვილმა, ხოლო 72 ხმა “ქართული ოცნების” კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ. სხვა კანდიდატებს არცერთი ხმა არ მიუღიათ. ოქმში ასევე დაფიქსირებულია, რომ ბათილად მიჩნეული ბიულეტენების რაოდენობა 4-ია. ჯამში 87 ამომრჩევლის ნება ოქმში დაფიქსირებულია, თუმცა, რა არჩევანი გააკეთა კიდევ 10-მა ამომრჩეველმა, ოქმიდან არ ჩანს.

N86-ე საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა 94-ია. აქედან დავით კირკიტაძემ 1 ხმა, ხოლო ნინო ლაცაბიძემ 74 ხმა მიიღო. სხვა კანდიდატებს ხმები არ მიუღიათ. ბათილი ბიულეტენების რაოდენობაც 0-ია. სად წავიდა 19 ამომრჩევლის ბიულეტენი, ოქმიდან არ ჩანს.

აღსანიშნავია, რომ არცერთ ამ ოქმს შესწორების ოქმი ან განსხვავებული აზრი არ ახლავს.