პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრის, გიგა ფარულავას განცხადებით, რეგიონის მასშტაბით, საარჩევნო უბნებზე დარღვევები დაფიქსირდა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
“რამდენიმე უბანზე რეგისტრატორები ამომრჩევლებს არ ურტყამენ როგორც ბეჭედს, ასევე არ აფიქსირებენ ხელმოწერას, რაც ბიულეტენის ბათილობაზე მიანიშნებს.
აბაშაში, სენაკში, ზუგდიდში, უბნებზე ფიქსირდება ავტომობილებში ფულის გადაცემის ფაქტები, მთელი რეგიონის მასშტაბით, უბნის უმეტეს ნაწილზე ფიქსირდება “ბირჟები”, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არღევევენ კანონით დადგენილ დისტანციას, არ ხდება შესაბამისი სამართლებრივი რეგირება. ფოთში 2 უბანი გაიხსნა დაგვიანებით, აქაც აქტიურად ხდება “ბირჟების” მობილიზება და იმ დისტანციის დარღვევა, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს. ხობში ადგილი ჰქონდა ბიულეტენების განზრახ დაზიანებას და ასე გადაცემას ამომრჩევლისთვის. წალენჯიხაში ფიქსირდება ამომრჩევლის უბანზე დაშვება, მისი იდენტიფიცირების გარეშე.
“ქართული ოცნების” შტაბის მიერ თავის მხარდამჭერებზე ჩაშლილია კონკრეტული დავალება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებში, ამომრჩეველზე, რომელიც მათთვის საეჭვოა და არ შემოხაზავს 41-ს, არ მოხდეს ბიულეტენზე როგორც ბეჭდის, ასევე ხელმოწერის დაფიქსირება.
ზუგდიდის, მე-4 უბანზე შედგენილია საჩივარი სადაც რეგისტრატორმა მოახდინა ბეჭდის ასევე ხელმოწერის უგულვებელყოფა, სამწუხაროა, რომ რეგიონის მასტაბით შეინიშნება “ბირჟები” რომლებიც ზეგავლენას ახდნენ ამომრჩეველზე, ამის თაობაზე სამართალდამცავი ორგანიზაციებისთვის ხდება ინფორმაციის მიწოდება, თუმცა ხშირ შემთხვევაში არ ხდება მათზე რეაგირება”, – განაცხადა გიგა ფარულავამ.