„ადამიანის უფლებათა ცენტრი“:  მარნეულის #22-ე ოლქის #48-ე უბნის გახსნამდე დამკვირვებელს კაბინები შემობრუნებული დახვდა – იყო განათების პრობლემა, რის გამოც კომისიის მდივანს საქმიანობის დაწყება მობილურის განათების ფონზე მოუხდა

298

მარნეულის #22-ე საარჩევნო ოლქის # 48-ე უბანის გახსნამდე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელს კენჭისყრის კაბინები შემობრუნებული დახვდა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, დამკვირვებელმა რამდენჯერმე მოითხოვა კაბინების დადგმა ისე, რომ ამომრჩეველთა ხმის მიცემის ფარულობა არ დარღვეულიყო.

„კომისიის წევრები ბოლოს მიხვდნენ, როგორ უნდა დაედგათ კაბინები და უბნის გახსნამდე პრობლემა მოგვარდა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს საარჩევნო კომისიის წევრთა კვალიფიკაციის პრობლემაზე.

ამავე უბანზე იყო განათების პრობლემა, რის გამოც კომისიის მდივანს საქმიანობის დაწყება თავისი მობილური ტელეფონის განათების ფონზე მოუხდა.

კომისიის თავმჯდომარემ გაითვალისწინა ადამიანის უფლებათა დამკვირვებლის თხოვნა და დაამატა ნათურები საარჩევნო უბანზე“, – ნათქვამია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციაში.