სენაკის 64-ე ოლქის მე-18 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო

362

ხმაური იყო სენაკის 64-ე ოლქის მე-18 საარჩევნო უბანზე, სადაც გადასატანი ყუთის სიაში ჩაწერილი ამომრჩეველი “ქართული ოცნების” კოორდინატორმა საარჩევნო უბანზე მიიყვანა და ბიულეტენი წინასწარ გადასცა. ფაქტი დამკვირვებელმა შეამჩნია, თუმცა ქალმა საარჩევნო ყუთში კონვერტის ჩაგდება მოასწრო.  ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

ოპოზიციის დამკვირვებლები აცხადებენ, რომ წინასწარ შევსებული ბიულეტენი მას ერთ-ერთმა რეგისტრატორმა გადასცა, რომელიც ოლქის მიერ არჩეული დამოუკიდებელი წევრია. ისინი ამბობენ, რომ აღნიშნული დარღვევაა.

ნაზი ხარებავას თქმით, არ იცოდა რომ გადასატანი ყუთის სიაში იყო. “ოცნების” კოორდინატორები ფაქტს უარყოფენ.

“მე საერთოდ საქმის კურსში არ ვიყავი, ვინ ჩამწერა არ ვიციო, საიდან მოვხვდი ისიც არ ვიციო, ჩემს უბანში მაკა სილაგავა დადიოდა, აგროვებდა პირადობებს გადასატან ყუთთან დაკავშირებითო”. – ამბობს ის