როგორც ცნობილია, საქართველოში ჩამოსული მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ გლდანი-ნაძალადევში დააკავეს. ახლა ის უკვე რუსთავის ციხეშია გადაყვანილი. მის მოსანახულებლად სახალხო დამცველი უკვე გაემგზავრა.
სააკაშვილის დაკავების შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერმა ღარიბაშვილმა თავად გვამცნო.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია თავად მესამე პრეზიდენტმა Facebook-ზე გაავრცელა. მოგვიანებით კი ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.
მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში ინფორმაციას არ ადასტურებდნენ და ამბობდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავს.
მესამე პრეზიდენტის დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს-ც უარყოფდა. თუმცა, საბოლოოდ, ის საქართველოში აღმოჩნდა და 1 ოქტომბრის საღამოს თბილისში, სანზონაში მდებარე ერთ-ერთ ბინაში დააკავეს. როგორც ღარიბაშვილმა თქვა, სამართალდამცავ უწყებებს ჰქოდნათ წინასწარ ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ დაწყებული უკრაინიდან, საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.
დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს-ც უარყოფდა. თუმცა, საბოლოოდ, როგორც ღარიბაშვილმა თქვა, სამართალდამცავ უწყებებს ჰქოდნათ წინასწარ ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ დაწყებული უკრაინიდან, საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.