კურორტი ტრუსკავეცი, სასტუმრო “რიქსოსი” – მმართველი პარტია მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელს ასახელებს და ამტკიცებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, საქართველოს ნაცვლად, ლვოვის ოლქში, ერთ-ერთ სამთო კურორტზე იმყოფება. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
მამუკა მდინარაძის მიერ გაჟღერებული მისამართის გადამოწმება, ჩვენ სწორედ სასტუმრო “რიქსოსის” ადმინისტრაციაში ვცადეთ. სასტუმროში გვეუბნებიან, რომ იქ მიხეილ სააკაშვილი არ უნახავთ. მათივე ინფორმაციით, ტრუსკავეცისა და ბათუმის არქიტექტურა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.