განადგურების პირას მისული უნიკალური კომპლექსი, რომელიც მარტვილის ტურისტული ცენტრი უნდა გამხდარიყო. რეგიონში სადაც ახლა უმძიმესი ვითრებაა “ქართული ოცნება” არც თავად აკეთებს საქმეს და ოპონენტებსაც ხელს უშლის. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
დევნილ გენერალს, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მარტვილის კანიონის გახსნაზე მუშაობდა და ახლა ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატია ხელისუფლების ბრძანებით გადაადგილებას უზღუდავენ. მაგრამ ოპოზიცია წინააღმდეგობების მიუხედავად ბრძოლას აგრძელებს.
მარტვილში “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატს თემურ ჯანაშიას, რომლემაც მესამე პრეზიდენტთან ერთად გახსნა მარტვილის კანიონი, დაცვამ ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ მისცა. მიზეზი ქვათაცვენა და მოსალოდნელი საფრთხე იყო, თუმცა მაშინაც კი, როცა დაცვა ჯანაშიას ამას უმტკიცებდა, ტურისტები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ.
თემურ ჯანაშია იხსენებს, რომ წინა ხელისუფლებას მარტვილში დიდი გეგმები ჰქონდა, რაც ტურიზმის განვითარებასთან ერთად, ინფრასტრუქტურის მოწყობას და სამუშაო ადგილების შექმნას ითვალისწინებდა. წუხს, რომ 2012 წლის შემდეგ ყველაფერი დაპაუზდა. თვალშისაცემია ახლახანს უხარისხოდ გაკეთებული ინფრასტრქუტურა, რომელიც უკვე განადგურებულია. ტურისტულ ზონაში არც საპირფარეშო ფუნქციონირებს.