ხვალ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ და ყველას საკადრის პასუხს გავცემთ, – ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.
“მინდა მოვუწოდო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ამ რეგიონის თითოეულ მცხოვრებს, ვთხოვო ხვალ განსაკუთრებული აქტიურობა და მობილიზება, რომლითაც ერთხელ და სამუდამოდ, განისაზღვრება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება ერთი მხრივ და მეორე მხრივ, დასრულდება ამ „კლოუნადის“ და მოდელირებული ქორნიკის შექმნელების პოლიტიკური ასპარეზი. ხვალ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ და ყველას საკადრის პასუხს გავცემთ. ზედმეტ ეიფორიას არ გირჩევთ, იმიტომ რომ ეს იქნება რამდენიმესაათიანი აჟიოტაჟი და ხვალ ძალიან მალე ეს არჩევნებიც დასრულდება. როგორც უკვე ვთქვი, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყანა განაგრძობს მშვიდ და სტაბილურ განვითარებას ჩვენი ხელისუფლების პირობებში და მეორე მხრივ, დამთავრდება ამ მოდელირებული ქრონიკების შექმნა, მოდელირებული გამარჯვებების შექმნა ნაცმოძრაობის მხრიდან”,- აღნიშნა რიჟვაძემ.