ბოკუჩავა სააკაშვილის ჩამოსვლაზე: აღნიშნული ინფორმაცია ჰქონდათ ევროპარლამენტარებს

664

ძალიან მალე გამოჩნდება დარწმუნებული ვარ, მესმის, რომ მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი. მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ – ამბობს ენმ-ს წევრი, თინა ბოკუჩავა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

ბოკუჩავა არჩევნებზე დასაკვირვებლად ჩამოსულ ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა

ძალიან მაღალია მოლოდინი პრეზიდენტ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, აღნიშნული ინფორმაცია ჰქონდათ ევროპარლამენტარებს, ახლა ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად ყველა მოქალაქე მივიდეს საარჩევნო ყუთთან და გააკეთოს საკუთარი არჩევანი ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და დარწმუნებული ვარ, დღის ბოლოს პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად, ოპოზიცია ერთობლივად აღნიშნავს, არა რომელიმე კონკრეტული პარტიის, არამედ ქვეყნის გამარჯვებას – ამბობს ბოკუჩავა.