იმის დასტურად რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად საქართველოშია, უახლოეს საათებში დამატებითი ვიდეოები გავრცელდება

325

მქონდა კონტაქტი და გიდასტურებთ ამ ფაქტს, მქონდა ვიდეო ზარი და შევიკავებ თავს იმის თქმისგან, როდის იყო ეს – ენმ-ს წევრმა, დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ყოფნა დაადასტურა.

ენმ-ს ოფისში განცხადება ცოტა ხნის წინ გაკეთდა. ხერხეულიძე შსს-ს განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც კატეგორიულად ამტკიცებს, რომ მესამე სააკაშვილს ქვეყნის საზღვარი არ გადმოუკვეთავს – შსს ვერც ადასტურებს და ვერც უარყოფს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია – ამბობს ხერხეულიძე.

მისივე ინფორმაციით, უახლოეს საათებში დამატებით ვიდეოებს გაავრცელებს თავად მიხეილ სააკაშვილი იმის დამადასტურებლად, რომ ის ნამდვილად ქვეყანაშია.