უკრაინის რეფორმების საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის, მარია ბარაბაშის განცხადებით, 3 დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა ოფისის წამყვანი მენეჯერები შეკრიბა და დაემშვიდობა.
როგორც ბარაბაშმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსს“ განუცხადა, სააკაშვილმა ოფისის თანამშრომლებს საქართველოში გამგზავრების გადაწყვეტილება გააცნო.
„მე, როგორც მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელმა, შემიძლია დავადასტურო, რომ ის საქართველოში იმყოფება. სამი დღის წინ მან შეკრიბა ოფისის წამყვანი მენეჯერები და გვითხრა, რომ ის წავიდოდა საქართველოში. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოს ისტორიაში, ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ყოფნა. უკან როდის დაბრუნდება არ უთქვამს,“- განაცხადა მარია ბარაბაშმა.