გიორგი ნონიაშვილი: ხელისუფლებამ ყველა მოქალაქეს გაუჩინა შეგრძნება, რომ ვინც მათ არ დაეთანხმება მტრად გამოაცხადებენ

328

ხელისუფლების სიძულვილის გაღვივებამ მოგვიტანა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება, სამწუხაროდ, მოგვიტანა 2 თვის წინანდელი „ორკების“ ძალადობა რუსთაველის გამზირზე და სამწუხაროდ ხელისუფლებას არ აღელვებს ეს ყველაფერი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საერთო ოპოზიციური შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატმა ჩუღურეთში გიორგი ნონიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ გააჩინა შეგრძნება, რომ ვინც მათ არ დაეთანხმება მტრად გამოაცხადებენ.

„ჩვენ უკანასკნელი თვეების მანძილზე ვხედავთ, რომ ჟურნალისტები ხელისუფლებამ ამოიჩემა ხალხის მტრებად, ბოლშევიკური ტრადიციების შესაბამისად. ასე მგონია, რომ ეს არის უპასუხისმგებლობა, რომელიც იმსახურებს ამ ძალის ხელისუფლებიდან გაშვებას, ამ სიძულვილის გაღვივებამ მოგვიტანა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება, სამწუხაროდ, მოგვიტანა 2 თვის წინანდელი „ორკების“ ძალადობა რუსთაველის გამზირზე, სამწუხაროდ ხელისუფლებას არ აღელვებს ეს ყველაფერი და პირიქით ყველა მოქალაქეს გაუჩინა შეგრძნება, რომ ვინც მათ არ დაეთანხმება მათ მტრად გამოაცხადებენ“, – განაცხადა ნონიაშვილმა.