რიჟვაძე: ბათუმი 2023 წელს ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ World Travel Awards უმასპინძლებს

257

ბათუმში ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

როგორც აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამიმ, მსოფლიოში ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილი ღონისძიების, ევროპის გალა ცერემონიას აჭარა 2023 წელს უმასპინძლებს.

„დღევანდელი მთავრობის სხდომა მინდა სასიამოვნო სიახლით დავიწყო. გუშინ იქნა მიღწეული შეთანხმება, რომლის საფუძველზეც 2023 წელს, ჩვენი რეგიონი, აჭარა და კერძოდ ბათუმი მსოფლიოში ერთ-ერთ პრესტიჟულ, ტურიზმის ოსკარის გალა ღონისძიებას World Travel Awards-ს უმასპინძლებს. ჩვენ ამ ღონისძიებით, კიდევ უფრო მეტად დავაჩქარებთ როგორც ეკონომიკის, ასევე ტურიზმის აღდგენის პროცესს,“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთვრობის სხდომაზე.

უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში ბათუმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები, სასტუმროები, ტურსააგენტოები, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ეწვევიან.

„2023 წლის განმავლობაში ბათუმის, როგორც WORLD TRAVEL AWARDS-ის მასპინძელი ქალაქის პოზიციონირება, ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ყველა მარკეტინგულ კამპანიაში განხორციელდება. World Travel Awards- ის ყველა დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ევროპის გარდა სხვა კონტინენტებზეც გაიმართება, ბათუმი ევროპელი პარნტნიორის სტატუსით იქნება მოხსენიებული.

2019- 2020 წელს, ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო, როგორც ევროპის სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ მოიპოვა. 2023 წელს, ტურიზმის მთავარი მოთამაშეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან კი უკვე ბათუმში WORLD TRAVEL AWARDS- ის ევროპის გალა ცერემონიაზე მოიყრიან თავს, სადაც ევროპის წამყვანი ტურისტული მიმართულებები, ქალაქები და კომპანიები გამოვლინდება.

„World Travel Awards“-ის ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. მასზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.