პარტია „საქართველოსთვის“ ინფორმაციით, ავსტრიაში, ვენის ლაბორატორიის, FTC-Forensisch-Toxikologisches Labor-ის დასკვნით, გიორგი გახარიას თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, არცერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა, – აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„2021 წლის 14 სექტემბერს ვენის (ავსტრია) ლაბორატორიაში „FTC-Forensisch-Toxikologisches Labor“ ჩატარდა გიორგი გახარიას თმის ნიმუშის კვლევა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე, მათ შორის:
• ტეტრაჰიდროკანაბინოლი – (მათ შორის ე.წ. მარიხუანა)
• კოკაინი
• ამფეტამინი
• მეტამფეტამინი
• MDEA
• MDMA
• მეფედრონი
• ოპიოიდის ჯგუფები: ოპიატები და ჰეროინი
• კოდეინი
• მორფინი
• ბუფრენორფინი
• დიჰიდროკოდეინი
• ფენტანილი
• მეთადონი
• ტრამადოლი
• ბენზოდიაზეპინები
დასკვნაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიას თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, არცერთი ზემოხსენებული ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა. კვლევის შედეგები გაიცა 2021 წლის 28 სექტემბერს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.